|
2018-04-20 15:38:37, 1650 ნახვა
კომენტარი
სერგი გვარჯალაძე: დარწმუნებული ვარ, ღამის კონომიკის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული პროექტი იქნება
თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფცია დეტალურად გააცნო და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. პროექტის პრეზენტაციაზე სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, რომ 20:00 საათიდან, ქალაქში განსხვავებული ტიპის ეკონომიკური აქტივობები იწყება და ზოგიერთი სექტორის როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კერძოდ, იზრდება გართობის, დასვენებისა და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა. მისი თქმით, ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც აღნიშნული პერიოდიდან დილამდე გრძელდება, ღამის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და დღის განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკური აქტივობებისგან არ არის მოწყვეტილი. „ღამის ეკონომიკის კომპონენტები და ასპექტებია: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, ხმაურის რეგულირება, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება. ასევე, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კულტურული აქტივობები და უბნების რეგენერაცია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა დიდი ქალაქის ღამის ეკონომიკის კონცეფცია შევისწავლეთ. უპირველეს ყოფლისა, საჭიროა კომუნიკაცია, რადგან კომუნიკაციის გარეშე ღამის ეკონომიკა წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კრეატიული პროექტი, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ. მისივე განმარტებით, ღამის ეკონომიკაში ჩართულია ტრანსპორტის სექტორი და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმის სექტორი, კულტურისა და კრეატიული ინდუსტრია, სპორტი, ვაჭრობის სექტორი, ასევე, მნიშვნელოვანია მერიის ფუნქცია - აღნიშნული სექტორების სტიმულირება და კოორდინაცია. „საქართველოში ტურიზმის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2017 წლის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს შეადგენს, საიდანაც ბიუჯეტში 2.75 მლრდ აშშ დოლარი შევიდა. 2025 წლისთვის, საქართველო 11 მლნ ვიზიტორს ელოდება. არსებული სტატისკიტის მიხედვით, მათი 50% ქალაქ თბილისზე მოდის. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მათი ვიზიტის დღეების რაოდენობა გავზარდოთ, რომელიც დაახლოებით, 2.5-3 დღეს შეადგენს. დღეს სამწუხაროდ, როდესაც ტურისტი ქალაქში გამოდის, ძირითადად, რამდენიმე უბანში მოძრაობს და ფაქტობრივად, საშუალება არ აქვს, სხვა უბნებსაც გაეცნოს“, - აღნიშნა ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა. სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ასევე, აუცილებელია რესტორნებისა და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების რაოდენობის ზრდა, რადგანაც კვების ინდუსტრიში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)