18:08 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 10:42:14, 1344 ნახვა

საზოგადოება
თბილისის 139-ე სკოლაში დირექტორის გადადგომას ითხოვენ

თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში, მშობლები და გათავისუფლებული პედაგოგები დირექტორის გადადგომას ითხოვენ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სკოლის დირექტორს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. 

მათი თქმით,  აქციას მე-10 კლასის მოსწავლეებიც უერთდებიან. სკოლასთან შეკრებილი პედაგოგები  მოითხოვენ, რომ აღნიშნული საკითხით სახალხო დამცველი დაინტერესდეს.

„დირექტორისგან ჩვენ გამოვირჩევით იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს  განსხვავებული აზრი. ჩვენ ის ვამხილეთ გარკვეულწილ გადაცდომებში, შვიდი თვეა ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. მას დაუდასტურდა ყველა გადაცდომა რაშიც ჩვენ ვამხილეთ და ამის გამო მან დაიწყო ჩვენი დისკრიმინაცია. მოვითხოვთ, რომ სახალხო დამცველი ჩაერთოს ამ საქმეში, რადგან ჩვენი დისკრიმინაცია ხდება განსხვავებული აზრის გამო“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს პედაგოგმა ლელა მაზმიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics