|
2015-05-22 13:56:33, 796 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოს 120 მილიონ დოლარს გამოუყოფს
საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკმა, ორ საფინანსო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც 120 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ხელშეკრულებების ფარგლებში, გამოყოფილი თანხა რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული განვითარების პოლიტიკის, ასევე ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს. ხელშეკრულებებს ხელი ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ მოაწერეს. როგორც ფინასთა მინისტრმა აღნიშნა, ხელშეკრულებები საჯარო და კერძო სექტორს მოხმარდება. „დღეს გაფორმებული ხელშეკრულებები მოხმარდება საჯარო და კერძო სექტორებში მიმდინარე რეფორმებს. ორივე მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება უკვე დაწყებულია, შესაბამისად, ეს თანხები მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. თქვენ იცით, რომ ხორციელდება რეფორმები საჯარო ფინანსების მართვის, ჯანდაცვის, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების, შესყიდვების სისტემის სრულყოფის მიმართულებით და ა.შ. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკი განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას, რათა აღნიშნული რეფორმები წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ აღნიშნა, დასაქმების ძირითად წყაროდ და ეკონომიკის მომოძრავებელ ძალად კერძო სექტორი უნდა იქცეს. „ინკლუზიური ზრდის პროგრამული ღონისძიება მთავრობას დახმარებას უწევს სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებასა და ფისკალურ მართვაში, რათა ეკონომიკური ზრდა უფრო მეტად ინკლუზიური გახდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდით მიღებული სარგებელი აისახოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე. კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის პროგრამული ღონისძიება კი გულისხმობს სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რადგან სწორედ კერძო სექტორი უნდა იქცეს დასაქმების ძირითად წყაროდ და ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად“, - განაცხადა ჰენრი კერალიმ. ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრიორიტეტები თანხვედრაშია მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის 2014-2017 წლების სტრატეგიასთან და შეესაბამება მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას „საქართველო 2020“.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)