17:51 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 14:19:47, 1460 ნახვა

საზოგადოება
„აგარის შაქრის“ თანამშრომლებმა აგარიდან თბილისის მიმართულებით, ფეხით მსვლელობა დაიწყეს

კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლებმა აგარიდან თბილისის მიმართულებით, ფეხით მსვლელობა დაიწყეს.

მსვლელობაში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები, მათ შორის თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია მონაწილეობენ.

პროფკავშირების ინფორმაციით, აგარელებთან შეხვედრის სურვილი დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმაც გამოთქვეს, რომლებიც ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილეს ლევან კალანდაძესთან ერთად, აქციის მონაწილეებს გზად შეხვდნენ და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზეს.

აგარელები აცხადებენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა  მას თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან გააგრძელებენ.

შეგახსენებთ კომპანია "აგარის შაქრის" თანამშრომლები მეექვსე თვეა უმუშევრობას განიცდიან. ისინი უკვე ორი თვეა ღია ცის ქვეშ, 24-საათიან რეჟიმში საპროტესტო აქციას მართავდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
ზახაროვა: თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა
საქართველოში პატიმრების უპრეცედენტო ზრდაა, - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics