17:11 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 17:20:26, 1762 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია

სოფელ დიღომში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა. პროექტი დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალიერა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრა.

შენობაში დასრულებულია შიდა სარემონტო სამუშაოებიც და ამჟამად მისი დასუფთავება მიმდინარეობს.უახლოეს მომავალში ბაღი ინვენტარით აღიჭურვება. შესაბამისი ტენდერი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა.

სოფელი დიღომში ამჟამად მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. აღნიშნულ ბაღში აღსაზრდელები დიდი დიღმის გარდა, სოფელ დიდგორიდან, თელოვანიდან და ძველი ვეძისიდან დადიან. 

ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში 70-მდე ადამიანი დასაქმდება, 10-ჯგუფიანი იქნება და 350-მდე აღსაზრდელს მიიღებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზუგდიდის მცხოვრებმა მეზობელს თოფიდან ესროლა და თავი მოიკლა
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics