|
2018-04-17 15:56:03, 1496 ნახვა
საზოგადოება
მერიაში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის (СLRA) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კონგრესისა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლობაზე, დედაქალაქში დემოკრატიული განვითარების პროცესზე, გამოწვევებსა და თვითმმართველობის როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს. თბილისის მერმა, რომელიც, ამავდროულად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტს და კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს წარმოადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ქალაქის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და მოსახლეობის მეტი სიახლოვე, რაც ადგილობრივ პროექტებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობს. თბილისის მერმა ამ პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოქალაქეების ჩართულობა დაასახელა. „სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ მოსახლეობის ჩართულობა ქალაქის აღმშენებლობის პროცესში. შევქმენით ისეთი ვებპლატფორმა, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი ხედვები, იდეები და კონკრეტული პროექტები წარუდგინონ ქალაქის მერს. პროექტს ჰქვია „შენი იდეა ქალაქის მერს“ და გარკვეული ხმების დაგროვების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ვალდებულება, განვიხილოთ კონკრეტული პროექტები და შემდეგ მივიღოთ მათი განხორციელების გადაწყვეტილება. პროექტს კარგი გამოხმაურება აქვს და წარმატებით მიმდინარეობს. შემდეგ ეტაპზე, მაისის თვეში წარვადგენთ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის პროექტს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა თავად შეძლებს საკუთარ რაიონსა და უბანში ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრას. მაგალითად, მოსახლეობა თვითონ აირჩევს, პირველად გზა უნდა გაკეთდეს, სკვერი მოეწყოს თუ გამწვანების სამუშაო ჩატარდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა კონგრესთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, გამოცდილების გაზიარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ სტილთან დაახლოების თვალსაზრისით. „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ თვითმმართველობის როლის გაძლიერებაზე, განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული თვითმმართველობის გასაძლიერებლად. თუმცა გასაკეთებელი ამ მიმართულებით კიდევ ბევრია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თვითმმართველობის როლი და ფუნქცია ადგილობრივ დონეზე კიდევ უფრო გამოკვეთილი იყოს და ქალაქიც შესაბამისად განვითარდეს. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით გავიზიაროთ და გავითვალისწინოთ ევროპული გამოცდილება და რეკომენდაციები“, - განაცხადა თბილისის მერმა. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მონიტორინგის მისიის ფარგლებში ხვდებიან. მისიის მიზანია, ევროპის წევრ სახელმწიფოებში შეამოწმოს ადგილობრივი დემოკრატიის დონე და მათი შესაბამისობა ადგილობრივ თვითმმართველობათა ევროპულ ქარტიასთან. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე და საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)