|
2018-04-17 12:51:14, 1871 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფი“ ფერმერებს საწვავის შესყიდვასა და ავტომომსახურებაზე სპეციალურ პირობებს უქმნის
„ვისოლ ჯგუფმა“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ ერთად ქართული წარმოებისა და სოფლის მეურნეობის წახალისების მიზნით ფერმერებს საწვავსა და ვტომომსახურებაზე სპეციალური პირობები შეუქმნა და ამიერიდან მათ „ვისოლის“ უმაღლესი ხარისხის საწვავისა და „ვიანორის“ საავტომობილო პროდუქტებისა თუ მომსახურებების შესყიდვა სპეციალური ფასდაკლებით შეეძლებათ. „ქართული წარმოების წახალისება „ვისოლ ჯგუფის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა. სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ „შეიძინე ქართულისა“ და „ვენდისა“ და „დანკინის“ ამერიკული რესტორნების „მეტი ქართული პროდუქტის“ კამპანიების ფარგლებში ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის შესყიდვის წახალისება და იმპორტის სრული ჩანაცვლება მოხდა ადგილობრივი პროდუქტებით. „ვისოლის“ საწვავზე და „ვიანორის“ საავტომობილო ზეთებსა თუ მომსახურებაზე სპეციალური ფასდაკლება კი ფერმერებისთვის დამატებითი სარგებელია, რომ გამოთავისუფლებული რესურსებით მეტად განავითარონ აგრობიზნესი და საბოლოო ჯამში ქართული სოფლის მეურნეობა“, აცხადებს „ვისოლის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. „ვისოლ ჯგუფისგან“ შეთავაზება პირველმა გიორგი ბოჭორიშვილმა მიიღო, რომელსაც გორის რაიონის სოფელ არაშენდაში პამიდორი, კომბოსტო, სიმინდი, ლობიო, ქერი მოჰყავს და ვაშლის ბაღებს უვლის. ფერმერობას ხელი რამდენიმე წლის წინ მიჰყო, თუმცა, 2006 წლიდან შეიარაღებულ ძალებში ირიცხება. 18 წლის ჯარში გაიწვიეს და იმავე წელს ერაყში გაემგზავრა. 2010-ში ავღანეთში წავიდა, სამი თვის ჩასული კი მძიმედ დაიჭრა, რის გამოც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი გერმანიაში გაიარა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეომარმა ბრძოლა იარაღით ვერა, მაგრამ თოხითა და ბარით განაგრძო და უკვე წარმატებული ფერმერია. „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში. ვისოლი ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია. “ვისოლ ჯგუფმა” ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის - ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა. “ვიანორი” “ნოკიან თაიერსის“ ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს. დღესდღეობით “ვიანორ ჯორჯია” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის“, „ფინას“, “ტექსაკოს”, “შევრონისა” და „ეკოს“ საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა“ და „პირელის“ ბრენდის საბურავებს, და სხვა საავტომობილო პროდუქტებს. “ვიანორის” სერვის ცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს.
(R)
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)