|
2018-04-17 12:45:49, 1438 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე: მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად გიორგი მარგველაშვილი ახდენს
„,პრეზიდენტი ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და საკითხი გადაიტანოს სხვა სიბრტყეში“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას. „ეს ღიმილის მომგვრელი ამბავია. საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, რომლის გუნდის წევრიც გახლდათ ბატონი მარგველაშვილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა. პრეზიდენტ მარგველაშვილის ხედვა ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ ხედვას ემთხვევა იმიტომ, რომ ისინი ერთი გუნდის წარმომადგენლები არიან. ამ ბრალდებებში მე შორს აღარ წავალ. მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას ახდენს თავად მარგველაშვილი, როდესაც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მერე ასე წინ ხვდება ქართულ საზოგადოებას, ვგულისხმობ ნარკორეალიზატორის თუ მოძალადის შეწყალებას“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ „ახალი, ბინძური კამპანია მიმდინარეობს“. ,,საქართველოს პარლამენტში ,,ევროპული საქართველოსა" და ,,ქართული ოცნების" მონაწილეობით ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)