|
2018-04-16 21:20:42, 1884 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის დაძლევას და რეგიონული კავშირების გაზრდას. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებული პარტნიორობისთვის, რომელიც საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 10 წელია ვითარდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსდება ისეთი საინვესტიციო პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის სექცია. ასევე, განიხილება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გვირაბის მშენებლობა ყაზბეგის მიმართულებით, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით და ხელს შეუწობს აღნიშნული რეგიონის განვითარებას. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო ADB-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარი. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის აქტიური პორტფელი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარია და მოიცავს კერძო და საჯარო სექტორის დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას. ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა: გზები, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყალი და კანალიზაცია. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)