16:54 - 10 Jun, 2026
|
2018-04-16 19:20:17, 1919 ნახვა
საზოგადოება
ბაღების სააგენტო 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღისთვის ინვენტარს შეისყიდის
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 10 მშენებარე ბაგა-ბაღის ინვენტარის შესასყიდად ტენდერს აცხადებს. შესაძენ ინვენტარს შორისაა ავეჯი, სამზარეულოს დანადგარები, საოჯახო ელექტროტექნიკა, ჭურჭელი და სხვა საჭირო ნივთები. დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები თითქმის ყველა ობიექტზე დასრულებულია. ამჟამად შიდა სარემონტო სამუშაოები და ტერიტორიების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ახალი ბაღები წელს საბურთალოს, გლდანის, ვაკის, ნაძალადევის, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებს შეემატება, რითაც, დამატებით, 3500-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება გახდება შესაძლებელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)