|
2018-04-15 09:57:26, 1481 ნახვა
საზოგადოება
კალაძის ინიციატივით, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ ამხანაგური შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა. მატჩი დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებთან შედგა. მასში მონაწილეობა თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის და საკრებულოს წევრებმა, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღეს. თამაში ფრედ დასრულდა. “ძალიან მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტული, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ”, - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრა ბელიაშვილის ქუჩაზე იმ საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა, სადაც ინციდენტი მოხდა. დედაქალაქის მერი ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით 10 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)