23:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 11:54:28, 775 ნახვა

რეგიონი
სართიჭალაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში რეაბილიტაცია უტარდება ზემო სამგორის სარწყავ სისტემას.

სარემონტო სამუშაოები  მაგისტრალური არხის გ-7 გამანაწილებელზე მიმდინარეობს; კეთდება მონოლითური რკინა-ბეტონის მართკუთხა არხი, მონტაჟდება წყალაღების კვანძები და პარაბოლური ღარები, ასევე, ეწყობა საავტომობილო ხიდი.

სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, სოფელ სართიჭალის მოსახლეობა  1 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

 სარემონტო სამუშაოები 2018 წლის სექტემბერში დასრულდება.

ქვემო ქართლში დღეისთვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. გაწეული სამუშაოების შედეგად,      15 817 ჰექტარზე   რწყვის რეჟიმის გაუმჯობესდება, ხოლო რეგულარული სარწყავი ფართობი 3280 ჰექტარით გაიზრდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics