|
2018-04-13 16:22:20, 1786 ნახვა
ეკონომიკა
დავით ფერაძე: ჩინეთის მხარემ საქართველოს მიმართულებით მოძრავი ბლოკ-მატარებლებისთვის სუბსიდიების გამოყოფის შესაძლებლობის შესწავლის მზადყოფნა გამოხატა
„სარტყელისა და გზის" ინიციატივის ფარგლებში, საქართველოზე გამავალი ე.წ. 'შუა დერეფნის" პოპულარიზება იყო ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილისა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის ლი სიაოპინის შეხვედრისა, რომელიც 13 აპრილს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. მისი თქმით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ „შუა კორიდორის" უპირატესობის შესახებ გაამახვილა ყურადღება. სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრს შესთავაზა თანამშრომლობა შუა კორიდორის შესახებ „როუდშოუების" და სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობების ორგანიზების თაობაზე, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა სტრატეგიულ ქალაქებში უნდა მოეწყოს. ამავე დროს, ჩინეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, შეისწავლოს სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ბლოკ-მატარებლებისთვის სუბსიდიების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ. „ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრმა ინტერესი გამოხატა ქართული მხარის მიერ დაყენებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს „სარტყელის და გზის" ინიციატივის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)