02:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 15:31:49, 1857 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი: უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს, რომ სირიაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო

რუსეთს აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ სირიაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 ლავროვის თქმით, „ამ დადგმაში უშუალო მონაწილეობა ერთი ქვეყნის სპეცსამსახურმა მიიღო, რომელიც რუსოფობური კამპანიის პირველ რიგებში ყოფნისკენ მიისწრაფის“.

„ხვალ დილით ექსპერტები დამასკოში უნდა ჩავიდნენ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაემგზავრებიან დუმაში, სადაც ქიმიური იარაღის გამოყენების არანაირი მტკიცებულებები არ არის. ჩვენს სპეციალისტებს ქიმიური იარაღის გამოყენების კვალი არ აღმოუჩენიათ“, - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics