16:04 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:53:45, 1295 ნახვა

საზოგადოება
დედაენის ბაღში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. 

14 აპრილს, დედაენის  დღის აღსანიშნავი  ღონისძიებები თბილისის მერიის ორგანიზებით დედაენის ბაღში 12 საათიდან  გაიმართება. 

„ხვალ, დილის 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე ყველას ველოდებით დედაენის ბაღში, სადაც მოეწყობა სხვადასხვა სივრცე, ასევე, იგეგმება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები ენის დღესთან დაკავშირებით.  მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, პარალელურ რეჟიმში გაიმართება  წიგნების პრეზენტაციები, რომელთა ავტორები  ამონარიდებს წაიკითხავენ საკუთარი წიგნებიდან. ასევე, ხვალ ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საკუთარი ხელით დაამზადოს ქართული ასოები,  მოხატოს  1920 წელს გამოცემული დედაენა, რამდენიმე გვერდი დაბეჭდოს და სამახსოვროდ წაიღოს. ზუსტად 7 საათზე კი დაიწყება დათო ევგენიძის კონცერტი  „ანიდან ჰოემდე“, რომელიც დედაენის დღეს ეძღვნება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. 

დედაენის ძეგლთან, ასევე,  გაიმართება  თბილისის შანიძის სახელობის ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი დაასრულებს.

ბაღში განთავსდება იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან  „დედა ენის“ სტამბური კლიშეები და  ამ სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები, ასევე,  „დედა ენის“ შესახებ რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics