|
2018-04-13 11:44:37, 1482 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, კახა კახიშვილმა ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევა მიულოცა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა ომბუდსმენთან შეხვედრისას იმ გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მსჯავრდებულების/ბრალდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მინისტრმა ნინო ლომჯარიას პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. როგორც მან აღნიშნა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს პენიტენციური დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა წარმოადგენს. შეხვედრაზე, ასევე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრეს. სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა, თუმცა აღნიშნა რომ არსებობს რიგი საკითხები, რომელთა მოგვარებაც სასურველია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ომბუდსმენის აპარატთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და არსებული გამოწვევები ერთობლივი კონსულტაციის შედეგად პოზიტიურად გადაწყდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)