|
2018-04-13 11:12:39, 1658 ნახვა
სამართალი
მუხიანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ა. დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „მიმდინარე წლის 13 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ნანახი იქნა დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიცია შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მამაკაცს ქვედა კიდურებზე ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, გარდაცვლილის ნათესავი - გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ გ.ა.-ს სახელზე რეგისტრირებული დანაშაულის ჩადენის იარაღი - „რემუმინგტონ 700“ -ის მოდელის შაშხანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია ტყვიის 2 მასრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)