2018-04-13 10:36:21, 1614 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის საბჭოს მიერ, მაკროფინანსური დახმარების სახით, საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მადლობას უხდის:
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს განვითარების, ქვეყნის მიერ აღებული კურსისა და დემოკრატიული რეფორმებისმხარდაჭერისთვის, რისი ნათელი გამოხატულებაც არის 45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა.
საქართველო შეუქცევადად განაგრძობს რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში ნამდვილად შეუფასებელია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ასეთი მკაფიომხარდაჭერა“,-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ავტორი: ,