|
2018-04-12 15:15:56, 1614 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, ღიმილისმომგვრელია
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ფრიდომ ჰაუსის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში დაფიქსირებულ რეიტინგს „ღიმილისმომგვრელად" აფასებს. ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი, ხოლო 2012 წლის შემდეგ, სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისგან გათავისუფლდა და ადამიანთა დევნის ინსტრუმენტად აღარ გამოიყენება. „იგივე შეიძლება ითქვას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, სადაც ანგარიშის თანახმად, ქვეყნის რეიტინგი სულაც 25 მეასედით არის გაუარესებული 2011 წელთან შედარებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო სასამართლო ხელისუფლების სრული კონტროლი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. ამის შედეგი იყო უკანონო სისხლისსამართლებრივი განაჩენები ათასობით ადამიანის წინააღმდეგ, სასამართლო წარმატებით გამოიყენებოდა ბიზნესმენებისა და სხვა პირთა რეკეტის ინსტრუმენტად, აგრეთვე პოლიტიკური დევნის მექანიზმად. სასამართლო ეფექტიანად აღასრულებდა ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რის შედეგადაც ციხის პოპულაციამ საქართველოში 24500 მიაღწია. 2012 წლის შემდეგ, სასამართლო განთავისუფლდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლიდან. რადიკალურად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენებისა და ხელისუფლების მიერ წაგებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა, სასამართლო აღარ გამოიყენება ადამიანების დევნისა და მათი უფლებების უხეში შელახვის ინსტრუმენტად. გატარდა უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად. ამ ფონზე, კვლევაში დაფიქსირებული რეიტინგი სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განცხადებით, გაკვირვებას იწვევს უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში. „ასევე, გაკვირვებას იწვევს, უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში. თუ 2012 წლამდე, სამოქალაქო საზოგადოება იყო მეტწილად ლოიალური ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება ოპოზიციურისკენ შეიცვალა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო შესაბამის რეიტინგზე. თუმცა, კვლევის ავტორებმა ამ შემთხვევაშიც ტენდენციურობა გამოავლინეს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)