|
2018-04-12 15:11:39, 1462 ნახვა
საზოგადოება
დევნილებს განაცხადების შეტანა იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ
საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე „დევნილთა კანონში“ ტექნიკური ხასიათის ცვლილება დაამტკიცა, რომელიც საბოლოოდ დასამტკიცებლად უკვე პარლამენტს გადაეგზავნება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილებს შეეძლებათ, დევნილთა სამინისტროს გარდა, განცხადებები მთელი საქართველოს მაშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეიტანონ. „დევნილებს შეეძლებათ მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებში შეიტანონ განცხადებები და არა მხოლოდ სამინისტროში. სამინისტროს აქვს ერთი ცენტრალური იფისი თბილისში, ქუთაისში და ზუგდიდში. დევნილები იძულებული არიან, მხოლოდ ამ სამ ლოკაციაზე მივიდნენ. ცვლილების შემდეგ საქართველოს პრაქტიკულად ყველა რაიონში და ბევრ სოფელში შეეძლებათ შეიტანონ განცხადება. ასეთი მინუმუმ 4 000 განცხადებაა წელიწადში. აღნიშნული ცვლილება გაადვილებს დევნილების ურთიერთობას სამინისტროსთან.მზადდება ტრენინგი იუსტიცის სამინისტროს თანამშრომნლებისთვის, რომ მათ შეეძლოთ კვალიციური პასუხების გაცემა დევნილებისთვის“,-განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)