15:08 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 14:24:22, 1563 ნახვა

საზოგადოება
ლეილა აბაშიძე ქაშვეთის ეკლესიიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს

მსახიობი ლეილა აბაშიძე ქაშვეთის ეკლესიიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

მსახიობის ოჯახის წევრებს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ლეილა აბაშიძის სახელი ისტორიაში უკვდავი იქნება.

"ქალბატონი ლეილა იყო გამორჩეული სახე და გამორჩეული მსახიობი. მან გარკვეული ეპოქაც შექმნა. დიდი პატივისცემით სარგებლობდა ის სიცოცხლეში, ქართულ საზოგადოებაში. მან მრავალ დამატული და კომედიური სახე შექმნა. ის დიდი პატივისცემით ისარგებლებს გარფაცვალების შემდეგ. სამწუხაროდ ქართველები გარდაცვალების შემდეგ უფრო ვცემთ ადამიანებს პატივს. ვფიქრობ, ლეილა აბაშიძის სახელი და გვარი ისტორიაში და ამ სფეროში უკვდავი იქნება",-განაცხადა მდინარაძემ.

ლეილა აბაშიძეს საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, მსახიობი 8 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც 14 თებერვალს ხეჩინაშვილის კლინიკაში მოათავსეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics