15:07 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 14:16:59, 1622 ნახვა

საზოგადოება
კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად ქართველებს ქვეყანაში გერმანელი და ამერიკელი ტურისტების შემოსვლა სურთ

საზოგადოებრივი კვლევის კომპანიის IPM-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ქართველებს ქვეყანაში გერმანელი და ამერიკელი ტურისტების შემოსვლა სურთ.

შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 2% აღნიშნავს, რომ ტურისტების შემოსვლას არც ერთი ქვეყნიდან არ ისურვებდა.

"საქართველოში 2017 წელს ყველაზე მეტი ტურისტი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა. ვიზიტორთა შორის ლიდერობენ სომხები, ასევე, აზერბაიჯანელები და თურქები. კვლევის მიხედვით კი, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლას შესაბამისად - 16%, 20% და 16% მომხრე ჰყავს. ქართველებისთვის, მეზობელ ქვეყნებს შორის, ყველაზე სასურველი რუსი ტურისტების მიღება აღმოჩნდა (32%). ქართველ რესპონდენტებს ყველაზე მეტად გერმანელი (47%), ამერიკელი (47%) და ფრანგი (44%) ტურისტების მასპინძლობა სურს. გამოკითხულთა მხოლოდ 2% აღნიშნავს, რომ ტურისტების შემოსვლას არც ერთი ქვეყნიდან არ ისურვებდა", - ნათქვამია, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაში.

რესპონდენტებს შეეძლოთ ერთზე მეტი პასუხის დაფიქსირება. რის გამოც, პასუხების ჯამი 100%-ზე მეტია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics