15:06 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 14:06:28, 1796 ნახვა

საზოგადოება
2017 წელს, საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 60%-ით გაიზარდა

2017 წელს საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1542-მა მოქალაქემ მოითხოვა, - ამის შესახებ საფრანგეთის ლტოლვილებისა და აპატრიდების დაცვის ბიუროს (OFPRA)-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ბიუროს ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 60%-ით არის გაზრდილი. მაშინ თავშესაფარი საქართველოს 940-მა მოქალაქემ მოითხოვა.

OFPRA-ს ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, მკვეთრად გაზარდა საქართველოდან საფრანგეთში თავშესაფრის მიღების მიზნით მშობლებთან ერთად ჩასული არასრულწლოვნების რაოდენობა. 2016 წელს არასრულწლოვნების რაოდენობა 224 პირს შეადგენდა, ხოლო 2017-ში მაჩვენებელი 559-მდე გაიზარდა.

ბიუროში აცხადებენ, რომ თავშესაფრის მაძიებლები საქართველოდან საფრანგეთში ჩასვლის მიზეზად ოპოზიციის დევნას, ეთნიკურ პრობლემებს, რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებს, სექსუალური უმცირესობების უფლებების დარღვევას და ოჯახურ ძალადობას ასახელებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics