|
2018-04-11 13:16:34, 1623 ნახვა
საზოგადოება
სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში საქართველოს რეიტინგი მცირედით გაუარესდა
სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსში, საქართველოს რეიტინგი მცირედით გაუარესდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშია ნათქვამი. როგორც ანგარიშია აღნიშნული, "მიუხედავად ჩატარებული რეფორმებისა, სასამართლო სისტემის მიმართ კვლავ უნდობლობა არსებობს და ის პოლიტიზირებულია". "ეს უნდობლობა განპირობებულია არალეგალური დაკავებებით და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ექსტრადირებით. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით. 2017 წლის გამოკითხვის თანახმად, სასამართლო და მთავარი პროკურორის ოფისი კვლავ უნდობლობის ობბიექტად რჩება. გამოკითხულთა მხოლოდ 13% აფასებს მათ დადებითად", - ნათქვამია ანგარიშია. ორგანიზაცია ასევე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესს აფასებს. "სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია ყოფილი მფლობელისთვის ქიბარ ხალვაშისთვის გადაეცა. ბევრმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც "რუსთავი 2"-ის გაჩუმების მცდელობა. კომპანიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც ევროპულმა სასამართლომ უზენაესის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა", - აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)