|
2018-04-11 11:01:43, 1367 ნახვა
საზოგადოება
გალში ფაროსანასთან ბრძოლა „აქტიურდება“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, დე-ფაქტო ადმინისტრაციამ, გალში და მიმდებარე სოფლებში საცხოვრებელ სახლებში ფაროსანას შეწამვლის აქტიური პროცესი, ე.წ. დეზინსექცია დაიწყო. მათივე ცნობით, პრეპარატი საშიშია ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამიტომ, აფხაზეთის მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, ფაროსანასთან საბრძოლველად მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატი საცხოვრებელ ადგილებში არ გამოიყენონ: „ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს ადამიანის ჯანმრთელობაზე პრეპარატის ზემოქმედებისა და მავნე ზეგავლენის საკითხი. როგორც ისინი ამტკიცებენ, პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ხასიათდება მაღალი ტოქსიკურობით და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ამასთან საგულისხმოა, რომ არ არსებობს მისი ანტიდოტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავ ჩვენს მოსახლეობას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და არ დაუშვან საცხოვრებელ ადგილებში მათთვის დარიგებული სადეზინსექციო პრეპარატის გამოყენება. მათი მოხმარება დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცესა და მიტოვებულ შენობა-ნაგებობებში, ხოლო საცხოვრებელ სახლებში შეიძლება გამოყენებულ იქნას მექანიკური სადეზინფექციო საშუალებები-სითხეები, აეროზოლები, ფხვნილები”,-განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)