00:53 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 10:05:22, 1581 ნახვა

ეკონომიკა
გაერთიანებული საემიროების ინვესტორთა საბჭოს გენმდივანი: საქართველოში არის ღია ბაზარი და ლიბერალური ეკონომიკა

„სიტყვები, რომლითაც შეიძლება დავახასიათო საქართველო,  არის   „ღია ბაზარი„ და „ლიბერალური ეკონომიკა", - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების საერთაშორისო ინვესტორთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯამალ ჯარვანიმ დუბაიში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.

„მინდა შევეხო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ წარმატებას ქვეყანაში, როგორც ბიზნესის კეთების დაცულობის, ისე ბაზრის გახსნილობის კუთხით.  სიტყვები, რომლითაც შეიძლება დავახასიათო საქართველო,  არის   „ღია ბაზარი„ და „ლიბერალური ეკონომიკა."  მე ეს ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი და ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა შევისწავლოთ საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობები" - განაცხადა გაერთიანებული საემიროების საერთაშორისო ინვესტორთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა ჯამალ ჯარვანიმ.

პირველმა ვიცე-პრემიერმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დუბაის საინვესტიციო ფორუმზე გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი და შესაძლებლობები გააცნო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics