|
2018-04-10 11:57:24, 1741 ნახვა
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს იწყება
2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს 14:00 საათიდან, სკოლები პირველკლასელთა რეგისტრაციის დასაწყებად მზად იქნებიან. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად: I ეტაპი დღეიდან 27 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. დღეს რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით. II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით, შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ გვერდზე www.emis.ge. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგებნლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. რეგისტრაციის III ეტაპი 2 ივლისს დაიწყება და 16 დასრულდება. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. 2018-2019 სასწავლოს წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2018-2019 სასწავლო წელი დაიწყება 17 სექტემბერს.
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)