23:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 11:46:22, 2276 ნახვა

მსოფლიო
იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს

ყოფილი ჯაშუშის შვილი იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს. 33 წლის ქალი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, მანამდე რუსულმა მედიამ იულია სკრიპალის და მისი ბიძაშვილის სატელეფონო საუბარი გაასაჯაროვა. აღნიშნული საუბრის დროს სკრიპალმა განაცხადა, რომ ის თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან აძევებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics