|
2018-04-06 12:51:05, 2091 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონი გირაოს სანცვლოდ გაათავისუფლა
გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი გირაოს სანცვლოდ გაათავისუფლა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მისი ესპანეთში ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადაიდო. შესაბამისი გადაწყვეტილება შლეზვიგ-გოლშტეინის მიწის უზენაესმა სასამართლომ მიიღო, რომელიც ექსტრადიციის მოთხოვნას განიხილავს. მედიის ცნობით, საქმის შემდეგ განხილვამდე პუჩდემონი თავისუფალი იქნება. მან გირაოს სახით 75 000 ევრო უნდა გადაიხადოს. ესპანეთის პროკურატურა პუჩდემონს სახელმწიფო თანხების გაფლანგვისა და დაუმორჩილებლობას ედავება რის გამოც მას 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეგახსენებთ, პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ დანიის საზღვართან 25 მარტს დააკავა. მანამდე დაპატიმრების საფრთხის გამო მან ფინეთი დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)