12:25 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 21:04:52, 1401 ნახვა

საზოგადოება
„აქ მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია“ - პროფკავშირები მინდელის შახტაში მომხდარის გამოძიებაში ჩაერთვებიან

პროფკავშირების წარმომადგენლები მინდელის შახტაში მომხდარის გამოძიების და ექსპერტიზის პროცესში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ პროფკავშირების თავჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა. 

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, "საქნახშირის" ადმინისტრაცია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შახტები სიცოცხლისთვის საშიშია. 

"გარდა ამისა,  მინდა სახელმწიფოს მივმართო მოიწვიონ საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც დაადგენს ნეიტრალურ, დამოუკიდებელ დასკვნას იმისა, თუ რა ხდება ტყიბულში. ტყიბულის შახტები არის რეაბილიტაციაზე დასაყენებელი და ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს დახმარება, მარტო ბიზნესი ამას ვერ გაწვდება, საჭიროა სახელმწიფომ გამოყოს თანხა და შემუშავდეს რეაბილიტაციის გეგმა. აქ მუშაობის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია, ეს შახტები არის სიცოცხლისთვის საშიში. ამას თავად კომპანიაც ადასტურებს",- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics