|
2018-04-05 12:13:23, 2046 ნახვა
მსოფლიო
მექსიკასთან საზღვრის დაცვაში აშშ-ის ეროვნული გვარდია ჩაერთვება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს აწერს პროკლამაციას, რომლის მიხედვითაც გაიცემა ბრძანება, რომ მექსიკასთან აშშ-ის საზღვრის დაცვაში მონაწილეობას ეროვნული გვარდია მიიღებს, - ამის შესახებ აშშ-ის უსაფრთხოების მდივანმა კირსტენ ნილსენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იმედი გვაქვს, რომ შენაერთების განთავსების პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყება. დღეს მე გავაგრძელებ მოლაპარაკებებს გუბერნატორებთან. მოგეხსენებათ, ეს კეთდება შეთანხმების მემორანდუმის საფუძველზე. ასე რომ, ჩვენ სრული დატვირთვით ვმუშაობთ, რომ ამ შეთანხმებას დროულად მივაღწიოთ“, – განაცხადა ნილსენმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობასა და არალეგალი მიგრანტების მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაზე განკარგულებებს ხელი 25 იანვარს მოაწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)