2018-04-04 15:37:52, 1864 ნახვა
პოლიტიკა
ადა მარშანია გედევან ფოფხაძეს „პატრიოტთა ალიანსში“ ეპატიჟება
საპარლამენტო ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ადა მარშანია უმრავლესობის უკვე ყოფილ წევრს, გედევან ფოფხაძეს საკუთარ ფრაქციაში ეპატიჟება.
როგორც მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ გედევან ფოფხაძე აღნიშნულ საკითხს სერიოზულად განიხილავს.
"მივესალმები ბატონ გედევანის გადაწყვეტილებას. ის გამორჩეული ადამიანია უმრავლესობაში, ეს ყოველთვის ვიცოდი. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღეს და ვიმედოვნებ, რომ ბატონი გედევანი ჩვენს ფრაქციაში შემოსვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს. მგონი ბევრ საკითხზე ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ“, - განაცხადა მარშანიამ.
ცნობისთვის, დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.
ავტორი: ,