10:54 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 14:43:08, 1492 ნახვა

საზოგადოება
უცხოეთში გარდაცვლილი პირების აღრიცხვა და საარჩევნო სიიდან ამოღება, მათი გადმოსვენებისთანავე მოხდება

იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა, რომელიც  მინისტრის განმარტებით, საარჩევნო სიების ბაზების სანდოობასა და დახვეწას შეუწყობს ხელს.

თეა წულუკიანის  განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება, უცხოეთიდან  გადმოსვენების დროს გარდაცვლილი პირების შესახებ ინფორმაცია  ავტომატურ რეჟიმში მიეწოდოს შესაბამის სამსახურს და მოხდეს მათი საარჩევნო სიიდან მოხსნა.

მინისტრის თქმით, აღნისნული საარჩევნო  სიას კიდევ უფრო სანდოს გახდის:

„ ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო სიების დახვეწის პროექტს, რადგან საქართველოში თითქმის ყოველ წელს არის არჩევნები, საარჩევნო სიების ბაზების დახვეწა ცოცხალი პროცესია, უნდა აღირიცხონ გარდაცვალებულნი, ისინი, ვინც 18 წლის ხდება და პირველად აძლევს არჩევნებში ხმას, ასევე საცხოვრებელი მისამართი და რეგისტრაციის მისამართი არის უმნიშვნელოვანესი რეკვიზიტი. შევთავაზეთ საქართველოს მთავრობას, რომ გაჩნდეს კანონში რამდენიმე მნიშვნელოვანი საფუძველი იმისათვის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩვნებისთვის ჩვენი საარჩევნო სია იყოს კიდევ უფრო სანდო და დახვეწილ მონაცემებზე დაფუძნებული. კერძოდ ჩვენ 5 წლის მანძილზე რამდენიმე ასეული ადამიანი, როგორც გარდაცვლილი, აღმოვაჩინეთ საარჩევნო სიაში და ისინი ამოვრიცხეთ საარჩევნო სიიდან, ასეთი იყო დაახლოებით 8600 პირი. დღეს დავამტკიცეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც სამოქალაქო რეესტრს, სერვისების განვითარების სააგენტოს შესაძლებლობა ექნება,  გადმოსვენების დროს ასეთი პირები და მათ შესახებ ინფორმაცია მოგვეწოდოს ავტომატურ რეჟიმში და აღირიცხონ, როგორც გარდაცვლილები და მოიხსნან საარჩევნო სიიდან. ჩვენ ამის აღმოჩენა გვიწევდა 5 წლის მანძილზე კარდაკარ ვიზიტების წესით”,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics