10:55 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 14:39:08, 1239 ნახვა

საზოგადოება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები მისაღებ გამოცდებზე უნარებს აღარ ჩააბარებენ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს  უნარების  ჩაბარების ვალდებულება აღარ ექნებათ. აღნიშნულს ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ითვალისწინებს.

უნარების   გამოცდა ენის გამოცდით იცვლება, რომელსაც აბიტურიენტები აფხაზურ და ოსურ ენაზე ჩააბარებენ.

„იცით, რომ  არსებობს  1+4 სისტემა  და უკვე ბევრი წელია ეს არსებობს,   თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ შემოვიტანეთ სიახლე, რომ  აფხაზურ და ოსურ ენაზე ერთი უნარების გამოცდით მოხვედრილიყო სტუდენტი ერთ წლიან  მოსამზადებელ საფეხურზე და შემდგომ უგამოცდოდ  გაეგრძელებინა სწავლა 4 წლიან  ბაკალავრიატზე. სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ  უნარების გამოცდების ჩაბარება აფხაზურ და ოსურ ენაზე თავად უჭირთ აბიტურიენეტებს ენის კომპეტენციის და ასევე იმის გამო, რომ აფხაზურად და ოსურად არ ისწავლება საგნები,  რომელიც გამოიყენება უნარების ტესტის  შესადგენად. ანუ ტერმინოლოგიის გაგება უჭირთ. ამიტომ, ჩვენ დღევანდელი  საკანონმდებლო ცვლილებებით ვანაცვლებთ  აფხაზურ  და ოსურ ენაზე უნარების ტესტს   ენის ტესტით. შესაბამისად, მხოლოდ ერთი გამოცდით  აფხაზურ და ოსურ ენაში გამოცდით,  აფხაზეთისა და  ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს ექნებათ  შესაძლებლობა,  ისარგებლონ 1+4 პროგრამით და უგამოცდოდ გააგრძელონ სწავლა 4 -წლიან საფეხურზე“,-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებსი სახელწმიფო მინისტრმა ქეთევან ციხელასვილმა.

სიახლეა  სკოლის შემდგომი განათლების  მომზადების  ცენტრის შექმნაც:

„მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ახალი შესაძლებლობა იქმნება, რომელიც  ნებისმიერ პირს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან  სთავაზობს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას. ეს გახლავთ სკოლის შემდგომი განათლების მომზადების  ცენტრი, რომელიც ნებისმიერ პირს მიიღებს, ეს არის  ფაქტობრივად მე-12 კლასის  ერთგვარი ჩამანაცვლელებლი პროგრამა,სადაც შეისწავლება არჩევითი საგნები, მოხდება ამ სტუდენტებისთვის  მომზადება კონკრეტულ საგნებში სწავლის გასაგრძელებლად, როგორც ქვეყნის შიგნით,ასე  საზღვაგარეთ, მათ შორის უცხო ენებშიც, ამ ცენტრის დასრულების  შემდგომ,ცენტრის ტესტირების საფუძველზე  და ტესტების  წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში,  ისინი ასევე  უგამოცდოდ მოხვდებიან ან უმაღლეს სასწავლებლებში,  ასეთი ქულების  დაგროვების შემთხვევაში, ან გადამისამართდებიან  პროფესიულ სასწავლებლებში.  ფაქრტობრივად, ყველა პირისთვის იქნება სივრცე, რომ მათ განაგრძონ სწავლა, ასევე,ეს ცენტრი ძალიან დაეხმარება მათ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში“,-აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics