11:04 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 12:07:32, 1281 ნახვა

საზოგადოება
ლაბორატორიის სპეციალისტებმა ჩეხეთში ახალი კვლევის მეთოდები შეისწავლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიის სპეციალისტებმა ჩეხეთში ახალი კვლევის მეთოდები შეისწავლეს. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის თანამშრომლებმა ინტენსიური სწავლების კურსი გაიარეს.

სწავლება ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტში (ÚKZÚZ) ჩატარდა. 

ჩეხმა კოლეგებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებს გაუზიარეს თავიანთი  გამოცდილება ლაბორატორიაში ნიმუშის მოძრაობასთან, ბიოუსაფრთხოებასთან, ხარისხთან და  დიაგნოსტიკური მეთოდების ვალიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, მხარეებმა განიხილეს  ÚKZÚZ-თან თანამშრომლობით პროფესიული ტესტირებების ჩატარების შესაძლებლობა და ტესტირების ჩატარების ვადები. ჩეხეთში მიღებული გამოცდილებით, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და მცენარეთა დაავადებების ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლას მოიცავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics