2018-04-03 20:10:10, 1462 ნახვა
საზოგადოება
ევროპაში დაგეგმილი ფრენების უმეტესობა შესაძლოა, გადაიდოს
ევროპაში დაგეგმილი ფრენების უმეტესობა შესაძლოა, გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია ავრცელებს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, რეისების გადადების მიზეზი ავიატრანსპორტის მაკონტროლებელი სისტემის დაზიანება გახდა. აღდგენითი სამუშაოების დასრულება კი დღეს გვიან ღამისთვის იგეგმება.
"სისტემა ETFMS-ში დაზიანებაა. გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შესაძლოა ევროპის ხაზის გამტარუნარიანობის 10%-ით შემცირება გამოიწვიოს, პროცედურები ტარდება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ასევე, გაიცა რეკომენდაციები, გადაიხედოს იმ საჰაერო ხომალდების რეისები და ფრენის განრიგი, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა.
ავტორი: ,