2018-04-03 18:18:26, 1682 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 2 მაისს წარსდგება.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომუნნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის უკვე შედგა.
"ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ პარლამენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და პრეზიდენტის პარლამენტშიმოსვლის დღედ 2 მაისი შემოგვთავაზეს. ბუნებრივია პარლამენტისგან პრეზიდენტმა დასტური მიიღო.კარგია, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებენ თვალს უმრავლესობის წევრების თითოეულ განცხადებას და ცდილობენ მათზე ადეკვატურრეაგირებას", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
ავტორი: ,