11:04 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 18:12:25, 1523 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო: ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულება ცალსახად დადებითად შეფასდა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა დასრულდა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცახდებით, სხდომის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დადებითად შეფასდა. 

„ჩვენ თითოეული პუნქტის ინდიკატორი განვიხილეთ. საბედნიეროდ, არცერთ მათგანში ჩამორჩენა არ არის და გარკვეული პუნქტები წინსწრებითაც სრულდება. მთლიანობაში ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებების შესრულება ცალსახად დადებითად შეფასდა “, - განმარტა მინისტრმა.

დღევანდელ შეხვედრაზე უწყების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ წარადგინა. მან ყურადღება პროგრამებისა და ბიუჯეტის ზრდაზე გაამახვილა. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებისა  და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. 

მოხსენების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ სფეროს განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ წარადგინა პრეზენტაცია. შეხვედერის დასკვნითი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

გასვლითი  სხდომა გუშინ გაიხსნა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics