|
2018-04-03 17:53:44, 1732 ნახვა
სამართალი
ერთ-ერთი მოწმის ტანსაცმელზე გარდაცვლილი დავით სარალიძის სისხლის კვალი აღმოჩნდა - ექსპერტიზის დასკვნა
იმ მოწმის ტანსაცმელზე, რომელიც ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილ დავით სარალიძესთან შეხება არ ჰქონია, სარალიძის სისხლის კვალი აღმოჩნდა. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით მტკიცდება, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. „ამ მტკიცებულებასაც ვერ დააიგნორებს სასამართლო, ვერ დააიგნორებს ვერავინ, ამ მტკიცებულებიდან დასტურდება კონკრეტული პირის გარდაცვლილთან შემხებლობა.მიუხედვად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტული პირის ჩვენებით გამოირიცხებოდეს მისი შემხებლობა გარდაცვლილთან, ექსპერტიზის დასკვნა უტყუარი მტკიცებულებაა“,-განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებული ფარული ჩანაწერები გამოიკვლიეს. ადვოკატის მტკიცებით, სასამართლოში დაკითხულ პირთა ჩვენებები და მათი ჩანაწერებში ნათქვამი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. პროკურორ ზვიად ფხაკაძის თქმით, ხსენებულ ფარულ ჩანაწერებში პირები საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. „ თუ ვინ რას მოქმედებდა და რა მდგომარეობა იყო, ვის მიერ როგორ, რა ვითარებაში მოხდა დანის გამოყენება“,-აღნშნა პროკურორმა. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)