|
2018-04-03 17:29:22, 1532 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: RMG Copper-მა 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება უნდა აღკვეთოს
კომპანია RMG Copper-მა 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება უნდა აღკვეთოს- ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვიოლმა განაცხადა. ლევან დავითაშვილმა კომპანიის საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებზე დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, კომპანიების RMG Gold-ის და RMG Copper-ის, როგორც სალიცენზიო ასევე სანებართვო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება სახელმწიფომ 2015-2016 წლებში განახორციელა. შემოწმდა ორივე კომპანიის საოპერაციო არეალი, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს უკავშირდებოდა. დეტალურად შემოწმდა საწარმოების ტერიტორიები, კარიერები, კუდსაცავი, სანაყაროები, მადნის გადამამუშავებელი ქარხანა. ლევან დავითაშვილის გნცხადებით, RMG Cooper-ის საქმიანობის შედეგად გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობები სხვადასხვა მიმართულებით არის დარღვეული. „საქმიანობის ექსპლუატაციის შედეგად გამოიკვეთა ზემოქმედება წყლის რესურსებზე – მდინარეებზე მაშავერა, ფოლადაური და კაზრეთულა, ნიადაგზე და ატმოსფერულ ჰაერზე. გარდა აღნიშნულისა, დარღვევები გამოვლენილია საწარმოს ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დაბინძურების და სხვა მრავალი მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრმა. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მასალები, სადაც დეტალური დასკვნებია მოცემული თითოეულ დარღვეულ სანებართვო პირობასთან დაკავშირებით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა. რაიონულმა სასამართლომ კი, ისევე როგორც სააპელაციომ, კომპანია სამართალდამრღვევად სცნო. „გამომდინარე იქედან, რომ რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას კომპანიის საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი, სამინისტროს მიერ დადგენილი გონივრული ვადების ფარგლებში, კომპანიებმა უპირველესად უნდა აღმოფხვრან საოპერაციო არეალების მიმდებარედ არსებული მდინარეების დაბინძურება. ზედაპირული წყლების დაცვის მიზნით, სამინისტროს მიერ კომპანია RMG Copper-ს დაევალა დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით. კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში უნდა აღკვეთოს საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება“, – განაცხადა დავითაშვილმა. მისი თქმით, როცა სამინისტრო შეამოწმებს ვალდებულების შესრულების მდგომარეობას, კაზრეთულას დაბინძურების ფაქტები არ უნდა ფიქსირდებოდეს. „ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ ვადაში მიღწევადია. საუბარია 9-თვიან ვადაზე და ისეთ მასშტაბურ სამუშაოებზე, რაც ამ 9 თვიანი პერიოდისათვის ნამდვილად არ არის მარტივი საწარმოს ფართობისა და საქმიანობის მასშტაბების გათვალისწინებით“, – ამბობს დავითაშვილი. მისი თქმით, გამწმენდი ნაგებობების მოსაწყობად აუცილებელია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა. მინისტრის განცხადებით, კომპანიები სამინისტროს წარმოუდგენენ გამწმენდი ნაგეგობების დეტალურ პროექტებს, რასაც გეოლოგები და ჰიდროლოგები ადგილზე შეისწავლიან, იმისთვის რომ სამომავლოდ წყლის დაბინძურების რისკი თავიდან იქნეს აცილებული. „კომპანიის მხრიდან ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბი საკმაოდ დიდია, გამომდინარე ტერიტორიის სიდიდისა, თუმცა ამ შემთხვევაში, სამინისტროს მიდგომა იყო მაქსიმალურად მკაცრი, რათა მოკლე ვადებში აღმოიფხვრას წყლის დაბინძურების პრობლემები რეგიონში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)