|
2018-04-03 15:06:43, 1304 ნახვა
საზოგადოება
ქუთათელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული ქუჩა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, დედაქალაქის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ქუჩის კეთილმოწყობა მოხდება. „ქუთათელის ქუჩაზე საბურთალოს გამგეობამ სამუშაოები დაასრულა. ეს ქუჩა რეაბილიტაციამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც, მოსახლეობის მხრიდან ძალიან ბევრი პრეტენზია ისმოდა. დღეს ქუჩა უკვე კეთილმოწყობილი და გალამაზებულია. სრულად მოწესრიგდა გზის საფარი, საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელი. ასევე, დამონტაჟდა ახალი განათებები. მოქალაქეები ამ ქუჩაზე კომფორტულად და უსაფრთხოდ გადადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ. პროექტის ფარგლებში, ქუთათელის ქუჩაზე 2500 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი საფარი დაიგო, 182 მეტრის მანძილზე კი, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ასევე, გაფართოვდა საფეხმავლო ბილიკი და მოეწყო მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი, რის შემდეგაც, ფეხით სავალ ნაწილზე ავტომანქანების პარკირება შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის ბორდიურზე მოეწყო პანდუსები, სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები. საგზაო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა. პროექტის ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს. ქუთათელის ქუჩის გახსნისთანავე, ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემაც ამოქმედდება, რომელიც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა. სქემის შესაბამისად, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება. შესაბამისად, ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან მოხვდებიან, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე, ისინი გადაადგილებას მარცხნივ - პეკინის გამზირისკენ, ან პირდაპირ - კვლავ იოსებიძის ქუჩაზე შეძლებენ. სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საგზაო ნიშნები განათავსა. ასევე, დაიხაზა საგზაო მონიშვნები, მათ შორის, ქვეითთა გადასასვლელი.
(NS)
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)