2018-04-03 14:46:56, 1897 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია ”ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს დაბა კაზრეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უსმენდნენ.
განხილვის დროს, დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ გიორგი ვაშაძეს მიმართა და განაცხადა, რომ კაზრეთში არსებულ ვითარებაში პასუხისმგებლობა იუსტიციის სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილებების გამო ყოფლილ ხელისუფლებასაც ეკისრება.
დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.
ავტორი: ,