09:01 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 12:51:35, 1354 ნახვა

საზოგადოება
შიდა ქართლის სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი და მოადგილეები შიდა ქართლში მიმდინარე სამელიორაციო პროექტებს გაეცნენ.

ქარელის მუნიციპალიტეტში ტაშისკარის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა რკინაბეტონის ღარები და წყალგამშვები ჭები, მიმდინარეობს დიუკერის გაწმენდითი სამუშაოები. ტაშისკარის საწრყავ სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები წყლის უზრუნველყოფას მუნიციპალიტეტის 500 ჰა მიწის ფართობზე გააუმჯობესებს. 

სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით შემოწმდა მეღვრიკისის სარწყავი სისტემის სატუმბი სადგური, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია როგორც გორის, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტებისთვის. მელიორაციის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სარწყავი სისტემების - ტირიფონისა და ზედა რუს სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნენ.
„საქართველოს მელიორაცია“ დღეისათვის შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი   2180 ჰექტარით, რეგულარული სარწყავი მიწები კი 1 385 ჰექტარით გაიზრდება.  

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics