22:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 15:48:12, 2163 ნახვა

მსოფლიო
ლატვიის სკოლებში რუსულ ენაზე სწავლება აიკრძალება

ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდ ვეიონისის განკარგულებით, ქვეყანაში არსებულ სკოლებში რუსულ ენაზე სწავლება იკრძალება, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ლატვია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულება იმ სკოლებს შეხება, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისთვის არის გათვლილი. მანამდე ამ სკოლებში საგნებს რუსულ ენაზე ასწავლიდნენ. აკრძალვის შემდეგ, სკოლებში სწავლება სახელმწიფო ენაზე გაგრძელდება.

როგორც ვეიონისმა განმარტა, აღნიშნული ცვლილებით ეთნიკურ უმცირესობებს უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ და ეს მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

მედიის ცნობით, რუსული ენის სახელმწიფო ენით ჩანაცვლება 2019 წლის 1 სექტემბერს დაიწყება და 2021 წლის 1 სექტემბრამდე დასრულდება.

ცნობისთვის, ლატვიაში 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის დაახლოებით 40% რუსულენოვანია. ქვეყანაში რუსულს უცხო ენის სტატუსი აქვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics