|
2018-04-02 13:39:00, 1711 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: ვანო მერაბიშვილის უფლებების აღდგენისთვის ღონისძიებები ჯერ კიდევ გასატარებელია
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ივანე მერაბიშვილის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების აღდგენისთვის საქართველოს ეფექტიანი ღონისძიებები ჯერ კიდევ გასატარებელი აქვს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ომბუბდსმენის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ კონვენციით აკრძალული მიზნებით განპირობებული თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებებბის უხეში დარღვევა დაადგინა. "კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა პირის თავისუფლებაში უხეში ჩარევით, იშვიათი პრეცედენტია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში და მსგავს იშვიათ შემთხვევებს სახელმწიფოები, უმეტესწილად, ისეთი შიდა ღონისძიებებით პასუხობენ, რომლებიც პირის პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობს", - ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ივანე მერაბიშვილის მიმართ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, საქართველოს ხელისუფლებამ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ, უნდა მიიღოს ყველა საჭირო ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიება, სასამართლოს გადაწყვეტილების სრულფასოვნად და დროულად აღსასრულებლად, როგორც ამას ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 16 დეკემბერს ევროპარლამენტარებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართეს. ისინი ხელისუფლებას ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ. მანამდე მსგავსი მოწოდებით ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლიც გამოვიდა.
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)