2018-04-02 13:22:29, 1622 ნახვა
საზოგადოება
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო ამ საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებს მიმართავს
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელებმა სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ 2017 წლის ანგარიში 2018 წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე უნდა წარმოადგინონ. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ორგანიზაციებზე, რომელთაც ლიცენზია 2017 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ აქვთ მიღებული.
ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, ბიზნესპორტალის საშუალებით,შემდეგი ბმულიდან:
https://www.my.gov.ge/business/Account/index?type=1
იმ შემთხევაში, თუ მითითებულ ვადაში ანგარიში არ იქნება წარმოდგენილი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 592-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გათვალისწინებულია ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
(NS)
ავტორი: ,