21:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-01 10:41:33, 2592 ნახვა

მსოფლიო
კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან, სპეციალური სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. 

მედიის ინფორმაციით,  ტულეევმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, რომლითაც მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა.

ამან ტულეევი 73 წლისაა, რომელმაც პოლიტიკური საქმიანობა 1980-იან წლებში დაიწყო. ის კემეროვოს ოლქის გუბერნატორი 1997 წელს გახდა. 

შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და ევაკუაცია დროულად არ განხორციელდა. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. ხანძრის გაჩენის საქმეზე ამ დროისთვის 7 ადამიანია დაკავებული.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics