|
2018-03-30 15:32:45, 1924 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 31 დეკემბრის მდგომარეობით 17.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 17.2 მილიარდი აშშ დოლარი (44.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მშპ-ს 113.5 პროცენტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 342.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო - 335.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 12.6 და 10.5 მლნ აშშ დოლარით. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო, ვალი 15.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. „სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.3 მლრდ აშშ დოლარი (19.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 48.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.3 მლრდ აშშ დოლარი (13.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 291.4 მლნ აშშ დოლარი (755.4 მლნ ლარი; მშპ-ს 1.9 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 852.7 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი) და 883.5 მლნ აშშ დოლარი (2.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი). საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.7 მლრდ აშშ დოლარი (9.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.4 მლრდ აშშ დოლარი (13.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.6 მლრდ აშშ დოლარი (6.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 91.4 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით. საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 10.1 მლრდ აშშ დოლარი (26.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2017 წლის მშპ-ს 66.6 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.2 მლრდ აშშ დოლარია (11.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 28.0 პროცენტია. 2017 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 43.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილების გამო - 2.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2017 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 291.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 205.3 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)