07:29 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 12:00:33, 1575 ნახვა

საზოგადოება
2017 წელს საქართველოში 47 822 ადამიანი გარდაიცვალა

2017 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 5.8 პროცენტით შემცირდა და 47 822 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„ ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2017 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში (11 976 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (736 კაცი)“,-აცხადებენ საქსტატში.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს, 512 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა.

„ამასთან, ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტი (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) წინა წელთან შედარებით 0.6 პუნქტით გაიზარდა და 9.6 პრომილე შეადგინა. 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2016 წელთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა და 11.1 პრომილე შეადგინა“,-ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყენბულ ინფორმაციაში.

2017 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით შემცირდა და 5 471 შეადგინა.

2017 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics