|
2018-03-29 21:40:24, 1801 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია მასზე მომუშავე ჯგუფმა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმ ძირითადი ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, რომელთან დაკავშირებითაც, გარკვეული შენიშვნები არსებობს. კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა დარგის ექსპერტებისა და დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს და მათ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შესრულებადი და ხარისხიანი დოკუმენტის მისაღებად, მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. „კარგია, რომ დღევანდელი განხილვა პოლიტიკური განცხადებების გარეშე შედგა. ასევე, კარგია, რომ ჩვენი მოსაზრებების დაფიქსირება შევძელით. დარგის სპეციალისტებმა და ექსპერტებმა შეკითხვების დასმა შეძლეს, რაზეც გენგეგმის ჯგუფმა პასუხები გასცა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქალაქს სრულყოფილი და შესრულებადი გენერალური გეგმა ჰქონდეს. მისასალმებელი და ძალიან კარგია, რომ გენგეგმის ჯგუფი გამოთქვამს მზაობას, ამ თემაზე მუშაობა განაგრძოს. უახლოეს დღეებში კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას შეგატყობინებთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია საბოლოო გადაწყვეტილებას მოქალაქეებისა და ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. „დოკუმენტის მიღებით საქმის კეთება იწყება. ამიტომ, ის სრულყოფილი და რა თქმა უნდა, შესრულებადი უნდა იყოს. ის ასევე, არ უნდა ლახავდეს მოქალაქეების ინტერესებსა და უფლებებს. მოცემულ შემთხვევაში, დოკუმენტს სრულყოფა სჭირდება, რაზეც დღესაც ვისაუბრეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ქალაქს გენერალური გეგმა ჰქონდეს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და მაია ბითაძე, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, არქიტექტორები, ურბანისტები და ტრანსპორტის სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
(NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)